ატმოსფეროს დაბინძურება

 რა არის ატმოსფერული ჰაერი? 

ჰაერი გარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და წარმოადგენს ატმოსფეროს აირების ბუნებრივ ნარევს.
 
ჰაერის დამაბინძურებლები 
დღეისათვის ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.






ჰაერის დაბინძურება უმეტესად არასასურველ მავნე სუბსტანციებთანაა დაკავშირებული როგორებიცაა: ქიმიკატები, ჭვარტლი, გამონაბოლქვი და სხვა. ჰაერის დაბინძურების მიზეზები ორ კატეგორიად იყოფა: ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებად.

ბუნებრივი ფაქტორები:
  • ვულკანური ამოფრქვევები 
  • ქარისმიერი ეროზია
  • ჭაობებში არსებული მეთანის გაზი 
  • ნახშირორჟანგი
  • ქარის შედეგად მოტანილი მტვერი 
  • კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორების შეჯახების შედეგად წარმოშობილი კოსმოსური მტვერი 
  • ტყის ხანძრები
ანთროპოგენულ ფაქტორები:
  • წვის პროცესი 
  • სასოფლო სამეურნეო აქტივობები 
  • სატრანსპორტო გამონაბოლქვი 
  • სამრეწველო საქმიანობები 
  • ელექტრო-ენერგიის წარმოება 
  • გამხსნელების გამოყენება
ავტომობილები და სატვირთო მანქანები წარმოშობენ დიდი რაოდენობით დამაბინძურებელს არა მხოლოდ მათი ექსპლუატაციის, არამედ წარმოებისა და გავრცელების პროცესშიც. ამასთანავე, ემისია დაკავშირებულია საწვავის გადამუშავებასა და განაწილებასთან.






ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობა
დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია ადამიანების (ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების) ჯანმრთელობისათვის. მას უკავშირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისეთი სისტემების დაზიანება, როგორებიცაა: რესპირატორული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2014 წელს, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით 7 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 

ადამიანების როლი გარემოს დაბინძურებაში
 უმეტესი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება მოუტანოს დედამიწას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ასეთი მიდგომით სამყაროს განადგურება შეუძლებელია. პლანეტა ყოველთვის იარსებებს და მოერგება ყველა პირობას. 
აქედან გამომდინარე ადამიანებს დიდი როლი აქვს გარემოს, ატმოსფერულ ჰაერის დაბინძურებაში.






შენ შეგიძლია შეამცირო ჰაერის დაბინძურება!!!
  • ნუ გამოიყენებთ მანქანას მოკლე მანძილზე გადაადგილებისათვის
  • იზრუნეთ თქვენი ავტომობილის ტექნიკურ გამართვაზე
  • საბურავების გამოცვლისას შეეცადეთ შეიძინოთ მსუბუქი მოჭიდების საბურავი
  • იმგზავრეთ სტაბილური სიჩქარით, სიჩქარის მკვეთრი მატება ზრდის გამონაბოლქვის რაოდენობას
  • ჰაერის კონდენცირება და გათბობა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ
  • ელექტრო მოწყობილობები ზრდიან საწვავის მოხმარებას, ამიტომ ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ







No comments:

Post a Comment

მთავარი გვერდი

    რა არის ეკოლოგიური პრობლემები?  ეკოლოგიური პრობლემები–ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ...