Tuesday, January 24, 2023

მთავარი გვერდი

  რა არის ეკოლოგიური პრობლემები?

 ეკოლოგიური პრობლემები–ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ცხოვრებაში. უამრავი გლობალური პრობლემა დღეს გარემოში ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამ ტემპის შენარჩუნება კი სასწორზე დებს თანამედროვე ცივილიზაციას. ისევე როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბევრი ეკოლოგიური პრობლემა, მაგალითად, როგორიცაა სხვადასხვა დამაბინძურებლის გამონაბოლქვი, საჭიროებს ამ მიმართულებით გარემოს დაცვის განსაკუთრებული პოლიტიკის გატარებას.  როდესაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო თანმდევი ნეგატიური გავლენა, რაც სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს მსოფლიოს ეკოლოგიურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.



გარემოს დაბინძურების მიზეზები:

  • მანქანის გამონაბოლქვი

  • სტიქიური მოვლენები(წყალდიდობა,მიზისძვრა,ვულკანი,ცუნამი,მეწყერი)
  • ფაბრიკა-ქარხნები
  • ტექნოგენური მოვლენები
  • ნაგავი



ვფიქრობთ, უნდა ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და მთლიანად ეკოლოგიას. გარემო, ეს ის ადგილია სადაც ჩვენ- ადამიანები ვცხოვრობთ და თითოეულს გვჭირდება სუფთა გარემო და გაწმენდილი ჰაერი. იმისათვის, რომ ოდნავ მაინც ვიყოთ დაცულები თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ თავად უნდა მოვუფრთხილდეთ გაფემოს, ეკოსისტემას.



No comments:

Post a Comment

მთავარი გვერდი

    რა არის ეკოლოგიური პრობლემები?  ეკოლოგიური პრობლემები–ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ...